ფეხბურთი | გიორგი წიტაიშვილისა და გიორგი აბუაშვილის „მეცმა“ „ლორიანთან“ ქულა მოიპოვა #1TVSPORT
გიორგი წიტაიშვილისა და გიორგი აბუაშვილის „მეცი“ საფრანგეთის ლიგა 1-ში „ლორიანს“ ესტუმრა და წლის პირველ შეხვედრაში დიდი ბრძოლის შედეგად ქულა მოიპოვა – 1:1.
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებიდან მოედანზე წიტაიშვილი იყო, რომელმაც მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 84-ე წუთზე შეცვალეს. აბუაშვილი სათადარიგოებში დარჩა და შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.
საფრანგეთის ჩემპიონატის მე-17 ტურის შეხვედრაში „მეცი“ 29-ე წუთზე სადიბუ სანემ კუთხურის გათამაშების შემდეგ დააწინაურა. მალევე, წიტაიშვილის გადაცემის შემდეგ მასპინძლებს სხვაობის გაზრდა შეეძლოთ – გოტიე ჰეინმა ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ გაიტანა.
მეორე ტაიმში „ლორიანმა“ დიდი ძალებით შეუტია და ბამბა დიენგის ზუსტი დარტყმით წონასწორობა აღადგინა. 17 ტურის შემდეგ „მეცი“ 12 ქულით სატურნირო ცხრილში ბოლო, მე-18 პოზიციაზეა.