ფეხბურთი | გიორგი წიტაიშვილის პსჟ-სთან თამაშს ფრანგული გამოცემები გამოეხმაურნენ [ვიდეო] #1TVSPORT
ფეხბურთი | გიორგი წიტაიშვილის პსჟ-სთან თამაშს ფრანგული გამოცემები გამოეხმაურნენ [ვიდეო] #1TVSPORT

საფრანგეთის ლიგა 1-ში გიორგი წიტაიშვილის თამაშმა სპეციალისტებსა და ქომაგებში დადებითი რეაქცია გამოიწვია, რაზეც მათი გამოხმაურებები და კომენტარები მეტყველებენ.

„მეცი“ „პარი სენ-ჟერმენთან“ ლიგა 1-ის საშინაო შეხვედრაში 2:3 დამარცხდა, წიტაიშვილმა კი ამ მატჩში პარიზელებს ეფექტური გოლი გაუტანა.

ტიბო ებერლე, ჟურნალისტი: „ბრწყინვალე თამაში იყო. გამორჩეული მატჩის ჩატარებისთვის წიტაიშვილმა ჯილდოდ გოლი მიიღო“.

გამოცემა FootActu: „წიტაიშვილმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარა“.

PSG inside: „წიტაიშვილმა ბრწყინვალე თამაშით ყველა დაჩრდილა“.

Newcastle9ja: „ამ ბოლო დროს საქართველოდან ფლანგის საოცარი მოთამაშეები ჩნდებიან. წიტაიშვილმა ზაირ-ემერის იმაზე მეტი პრობლემა შეუქმნა, ვიდრე ნიკო უილიამსმა“.