ფეხბურთი | გიორგი ქვილითაიას „მეცის“ აპრილის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო გადასცეს #1TVSPORT
გიორგი ქვილითაიამ „მეცის“ აპრილის თვის საუკეთესო მოთამაშის პრიზი მიიღო – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
საქართველოს ნაკრების 32 წლის თავდამსხმელი კვიპროსული „არისიდან“ საფრანგეთის ლიგა 1-ის „მეცში“ ზამთარში გადავიდა და ტოპლიგაში გოლების გატანაც მოახერხა.
ქვილითაიამ „მეცის“ შემადგენლობაში 9 მატჩი ჩაატარა და აპრილში ორი გოლი გაიტანა – 19 აპრილს „პარიზთან“ (1:3) გამართულ საშინაო შეხვედრაში და 26 აპრილს „ლე ავრთან“ გასვლით მატჩში (4:4).