ფეხბურთი | გიორგი ქვილითაიამ, შესაძლოა, კარიერა საფრანგეთში გააგრძელოს #1TVSPORT

13:25, 31.01.2026

ქართველმა თავდამსხმელმა, გიორგი ქვილითაიამ ლიმასოლის „არისი“ ურთიერთშეთანხმებით დატოვა და, შესაძლოა, კარიერა საფრანგეთში გააგრძელოს, – ამის შესახებ კვიპროსული გამოცემა Kerkida წერს, თუმცა კონკრეტულ კლუბს არ ასახელებს.

წყაროს ინფორმაციით, ქვილითაიას მიმართ ინტერესს ფრანგული კლუბი იჩენს, რომელიც ლიგა 1-ში ასპარეზობს და უახლოეს პერიოდში ოფიციალური წინადადებაც არის მოსალოდნელი.

ამავე დროს საქართველოს ნაკრების წევრის ტრანსფერით ინტერესდებიან კლუბები ისრაელიდან. ქვილითაიას დამატებას გერმანული „პადერბორნი“ და რამდენიმე კვიპროსული კლუბიც განიხილავს.

32 წლის ფეხბურთელმა „არისის“ რიგებში 2025/2026 წლის სეზონში 21 მატჩი ჩაატარა, რვა გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი