ფეხბურთი | გიორგი ქვილითაიამ, შესაძლოა, კარიერა გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში გააგრძელოს #1TVSPORT
ლიმასოლის „არისის“ ქართველი თავდამსხმელის, გიორგი ქვილითაიას მიმართ გერმანიის მეორე ბუნდესლიგის „პადერბორნის“ ინტერესი რეალურია – ამის შესახებ კვიპროსული გამოცემა „სიგმალაივი“ წერს.
„გიორგი ქვილითაიას ტრანსფერთან დაკავშირებით ბოლო დღეებში არაერთი ინფორმაცია გავრცელდა. კლუბის წარმომადგენელმა, კოსტას პაპადოპულოსმა განაცხადა, რომ ფეხბურთელის მიმართ ინტერესი არსებობს როგორც კვიპროსიდან, ასევე საზღვარგარეთიდან.
ერთ-ერთი კლუბი, რომელიც ქვილითაიას დამატებას ცდილობს, მეორე ბუნდესლიგის „პადერბორნია“, რომელიც გერმანიის ბუნდესლიგაში დაწინაურებისთვის იბრძვის და გაძლიერებას გეგმავს.
„პადერბორნი“ ქვილითაიას ტრანსფერს განიხილავს, რისთვისაც გერმანულ კლუბს „არისის“ ფინანსური მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევს. მოლაპარაკებები მიმდინარეობს და გადამწყვეტი მომდევნო რამდენიმე დღე იქნება“, – წერს კვიპროსული გამოცემა.