ფეხბურთი | გიორგი ქვილითაიამ ლიმასოლის „არისი“ ოფიციალურად დატოვა #1TVSPORT
გიორგი ქვილითაიამ ლიმასოლის „არისი“ დატოვა, სადაც 2024 წლიდან თამაშობდა – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
„ლიმასოლის „არისი“ აცხადებს, რომ თავდამსხმელ გიორგი ქვილითაიასთან კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შეწყდა.
32 წლის ქართველი თავდამსხმელი ლიმასოლის კლუბში 2024 წლის ზაფხულიდან გამოდიოდა. მან ყველა შეჯიბრში 49 მატჩი ჩაატარა და 16 გოლი გაიტანა.
მადლობას ვუხდით გიორგი ქვილითაიას გუნდის წარმატებაში შეტანილი წვლილისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ მას კარიერის შემდეგ ეტაპზე“, – წერია „არისის“ განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, ქვილითაიას „პადერბორნი“ იწვევს, რომელიც გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში მესამე ადგილზეა და ბუნდესლიგაში გადასვლის რეალური კანდიდატია.