ფეხბურთი | გიორგი ქვილითაიამ კვიპროსის ჩემპიონატში გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT
კვიპროსის ჩემპიონატის მეცხრე ტურში გიორგი ქვილითაიას გუნდმა, „არისმა“ და „აკრიტას ხლორაკა“ 3:1 დაამარცხა. შეხვედრაში ერთ-ერთი გოლის ავტორი ქართველი თავდამსხმელი გახდა.
ქვილითაია ლიმასოლის კლუბის ძირითად შემადგენლობაში იყო და 42-ე წუთზე პენალტით ანგარიში 2:1 გახადა.
32 წლის თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში უკვე მეხუთე გოლი გაიტანა. ცოტა ხნის წინ, მან თასის 1/16-ფინალში „ომონიასთანაც“ შეძლო თავის გამოჩენა.
ამ გამარჯვებით „არისმა“ 20 ქულა დააგროვა და კვიპროსის ჩემპიონატის ლიდერია. შემდეგ მატჩს ლიმასოლელები 8 ნოემბერს შინ „კრასავას“ წინააღმდეგ გამართავენ.