ფეხბურთი | გიორგი ქვილითაიამ კვიპროსის ჩემპიონატში გაიტანა #1TVSPORT
ფეხბურთი | გიორგი ქვილითაიამ კვიპროსის ჩემპიონატში გაიტანა #1TVSPORT

კვიპროსის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-10 ტურის მატჩში „არისმა“ „კრასავა“ დამაჯერებლად, 3:0 დაამარცხა. ერთი გოლი საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის, გიორგი ქვილითაიას ანგარიშზეა.

ქართველმა თავდამსხმელმა 51-ე წუთზე ზუსტად შეასრულა პენალტი და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. მიმდინარე სეზონში ქვილითაიას ანგარიშზე 9 მატჩში გატანილი 2 გოლია.

მატჩის შემდეგ „არისი“ 23 ქულით ჩემპიონატის ლიდერია და მომდევნო ტურში, 21 ნოემბერს „პაფოსს“ დაუპირისპირდება.

რაც შეეხება გიორგი ქვილითაიას, ის საქართველოს ნაკრებში ტრავმირებული გიორგი მიქაუტაძის ნაცვლად ესპანეთთან და ბულგარეთთან გასამართი მატჩებისთვის მიიწვიეს.