ფეხბურთი | გიორგი ქოჩორაშვილის დამატებით „სელტა“ დაინტერესდა #1TVSPORT

12:16, 28.01.2026

ლა ლიგის წარმომადგენელი „სელტა“ ინტერესს იჩენს „სპორტინგის“ 26 წლის ქართველი ნახევარმცველის, გიორგი ქოჩორაშვილის მიმართ, – ინფორმაციას El Desmarque-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, „სელტა“ ზამთრის სატრანსფერო „ფანჯარაზე“ ნახევარდაცვის გაძლიერებას გეგმავს და ,„კრისტალ პალასის“ ნახევარმცველთან, ჯეფერსონ ლერმასთან ერთად, ერთ-ერთ ვარიანტად ქოჩორაშვილის კანდიდატურასაც განიხილავს.

გიორგის ამჟამინდელ გუნდში სათამაშო დრო შეზღუდული აქვს და ბოლო პერიოდში სულ უფრო აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზამთარში გარემოს შეიცვლის. აქამდე, ძირითადად, მის ყოფილ გუნდზე, „ლევანტეზე“ წერდნენ.

ლა ლიგაში 21 ტურის შემდეგ „სელტა“ 32 ქულით მეშვიდე ადგილზეა. ვიგოელები ევროპის ლიგაზეც ასპარეზობენ – ძირითად ეტაპზე მე-14 პოზიციას იკავებენ და, მინიმუმ, საუკეთესო 24 გუნდში მოხვედრა უკვე გარანტირებული აქვთ, რაც 1/16-ფინალის საგზურს ნიშნავს.

მსგავსი