ფეხბურთი | გიორგი ქოჩორაშვილი ტრავმირებულია და ჯერ ვერ ითამაშებს #1TVSPORT
გიორგი ქოჩორაშვილი ტრავმირებულია და ლისაბონის „სპორტინგში“ ჯერჯერობით ვერ ითამაშებს, – ინფორმაციას პორტუგალიური გამოცემა Leonine-ი ავრცელებს.
სტატიაში, სადაც ნუნო სანტოსის მოედანზე დაბრუნებაზეა საუბარი, გამოცემამ „სპორტინგის“ ტრავმირებული ფეხბურთელები ჩამოთვალა. ზენო დებასტისა და ჯოვანი კენდას გარდა, სიაში საქართველოს ნაკრების ნახევარმცველიც მოხვდა.
გიორგი ქოჩორაშვილმა „სპორტინგის“ ფორმით ბოლო მატჩი 5 თებერვალს პორტუგალიის თასზე „ავეშის“ წინააღმდეგ ჩაატარა. ამის შემდეგ ის გუნდის განაცხადში ვეღარ ხვდებოდა, რაც ტრავმით არის გამოწვეული.
პორტუგალიური გამოცემა ქოჩორაშვილის პრობლემაზე წერს, თუმცა არ აკონკრეტებს, როდის შეძლებს ქართველი ფეხბურთელი მოედანზე დაბრუნებას.