ფეხბურთი | გიორგი ქოჩორაშვილი ლისაბონის „სპორტინგში“ დარჩება #1TVSPORT

13:45, 01.02.2026

გიორგი ქოჩორაშვილი ლისაბორის „სპორტინგში“ დარჩენას აპირებს, – ამის შესახებ ინფორმაციას Geo Team-ი ავრცელებს.

როგორც წყარო წერს, მიუხედავად იმისა, რომ იანვარში ქართველი ნახევარმცველისადმი რამდენიმე კლუბმა გამოთქვა ინტერესი, ფეხბურთელმა გადაწყვეტილება მიიღო და მიმდინარე სეზონში გუნდის შეცვლას არ გეგმავს. მინიმუმ, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდამდე რაიმე წინადადების განხილვა დღის წესრიგში არ დგას.

ქოჩორაშვილი ლისაბონურ კლუბს გასულ ზაფხულს „ლევანტედან“ შეუერთდა. მიმდინარე სეზონში პორტუგალიის ჩემპიონატში მან 13 მატჩი ჩაატარა და ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა.

ჩემპიონატის ბოლო ტურში, „აროუკასთან“ შეხვედრაში ქოჩორაშვილი განაცხადს მიღმა დარჩა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე „ატლეტიკთან“ 3:2 მოგებულ მატჩში სათადარიგოთა სკამზე იმყოფებოდა და დრო არ მიუღია.

მსგავსი