ფეხბურთი | გიორგი მიქაუტაძემ „ვილიარეალთან“ ერთად ვარჯიში განაახლა #1TVSPORT
საქართველოს ნაკრებისა და „ვილიარეალის“ თავდამსხმელმა, გიორგი მიქაუტაძემ ტრავმის შემდეგ გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა.
მიქაუტაძემ ტრავმის გამო „ესპანიოლთან“ შეხვედრა გამოტოვა და ვერც საქართველოს ნაკრების შეკრებაზე გამოცხადდა – მას მუხლი აწუხებდა.
კლუბის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 25 წლის ფეხბურთელმა რეაბილიტაციის პროცესი გაიარა და ესპანეთის ჩემპიონატის მომდევნო ტურის მატჩისთვის, სავარაუდოდ, მზად იქნება.
2025/2026 წლების სეზონში გიორგი მიქაუტაძის ანგარიშზე 12 მატჩში გატანილი 4 გოლია. მან ჩემპიონთა ლიგაზე ტურინის „იუვენტუსის“ კარი აიღო, ხოლო ლა ლიგაში მადრიდის „რეალს“ გაუტანა.
„ვილიარეალი“ ამჟამად ესპანეთის უმაღლეს ლიგაში 26 ქულით მესამე ადგილზეა, „ესპანიოლს“ კი 22 ნოემბერს შეხვდება.