ფეხბურთი | გიორგი მიქაუტაძემ ესპანეთის სამეფო თასზე სადებიუტო გოლი გაიტანა #1TVSPORT
„ვილიარეალისა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, გიორგი მიქაუტაძემ ესპანეთის სამეფო თასის 1/64-ფინალური ეტაპის შეხვედრაში სადებიუტო გოლი გაიტანა, ხოლო მისმა გუნდმა ქვედა ლიგის წარმომადგენელი „სიუდად დე ლუსენა“ სტუმრად 6:0 დაამარცხა.
„ვილიარეალის“ ბევრი წამყვანი ფეხბურთელის მსგავსად, მიქაუტაძემ მატჩი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და მოედანზე მეორე ტაიმში შევიდა. მან თავი 81-ე წუთზე გამოიჩინა და შეხვედრაში ანგარიში 5:0 გახადა.
მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირის ეგიდით, გიორგი მიქაუტაძისთვის ეს მეხუთე გოლი იყო. მანამდე მან „ვილიარეალის“ მაისურით ესპანეთის ჩემპიონატში ორჯერ გაიტანა, ხოლო ერთხელ – ჩემპიონთა ლიგაზე. „ლიონის“ დატოვებამდე, აგვისტოში მან საფრანგეთის ჩემპიონატშიც მოახერხა თავის გამოჩენა.
„ვილიარეალის“ მეტოქე ესპანეთის სამეფო თასის 1/32-ფინალში მოგვიანებით, წილისყრის შემდეგ გაირკვევა.
📺 𝗥𝗘𝗦𝗨𝗠𝗘𝗡 #CopaDelReyMAPFRE
🆚 @ciudaddelucena | 0-6 | @VillarrealCF
⚽ 0-1 | Tani Oluwaseyi (15′)
⚽ 0-2 | Oluwaseyi (17′)
⚽ 0-3 | Ilias Akhomach (60′)
⚽ 0-4 | Oluwaseyi (71′)
⚽ 0-5 | Mikautadze (81′)
⚽ 0-6 | Comesaña (84′)#LaCopaMola | Primera Eliminatoria pic.twitter.com/XCFDkl3LSQ— RFEF (@rfef) October 30, 2025