ფეხბურთი | გიორგი მამარდაშვილმა საიმედოდ ითამაშა - „ლივერპული“ „გალათასარაისთან“ დამარცხდა #1TVSPORT
„ლივერპული“ ჩემპიონთა ლიგის პლეიოფის პირველ მატჩში სტამბოლში „გალათასარაის“ ესტუმრა და, არაერთი საგოლე მომენტის შექმნის მიუხედავად, 0:1 დამარცხდა.
ალისონის ტრავმის გამო „ლივერპულის“ კარს საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი იცავდა, რომელმაც რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია და მერსისაიდელთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო შეფასება, 7.1 ქულა დაიმსახურა.
მატჩის დასაწყისში ინგლისელებმა რამდენიმე კარგი მომენტი შექმნეს, მაგრამ „გალათასარაის“ მცველების შეცდომებით ვერ ისარგებლეს. მასპინძლებმა კი პირველივე შანსი გოლად აქციეს: კუთხურის შემდეგ ვიქტორ ოსიმენმა თავით დაუგდო ბურთი მარიო ლემინას, რომელმაც ახლო მანძილიდან ანგარიში გახსნა.
ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა „ენფილდზე“ 18 მარტს გაიმართება.