ფეხბურთი | გიორგი მამარდაშვილმა ინგლისის ასოციაციის თასზე „ლივერპულის“ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა #1TVSPORT
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გიორგი მამარდაშვილმა „ლივერპულის“ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და „ბარნსლისთან“ მოგების მონაწილე გახდა – 4:1.
ინგლისის ასოციაციის თასის 1/32-ფინალში „ლივერპულმა“ „ენფილდ როუდზე“ „ბარნსლის“ უმასპინძლა. მე-19 წუთზე დომენიკ სობოსლაიმ ეფექტური დარტყმით ანგარიში გახსნა. 36-ე წუთზე ჯერემი ფრიმპონგმა ანგარიში ორამდე გაზარდა. მამარდაშვილს ბევრი საქმე არ ჰქონია (პირველ ტაიმში გუნდი ერთხელ გადაარჩინა).
მე-40 წუთზე სობოსლაიმ საკუთარ საჯარიმოში შეცდომა დაუშვა, რითიც კარგად ისარგებლა „ბარნსლის“ მოთამაშე ადამ ფილიპსმა და სხვაობა შეამცირა.
შეხვედრის ბოლომდე „ლივერპულმა“ კიდევ ორი ბურთის გატანა შეძლო – ჯერ ფლორიან ვირტცმა გამოიჩინა თავი, საბოლოო ანგარიში კი უგო ეკიტიკემ დააფიქსირა.
„ლივერპული“ ასოციაციის თასისთვის ბრძოლას განაგრძობს.