ფეხბურთი | გიორგი მამარდაშვილმა „ევერტონთან“ მატჩში ტრავმა მიიღო და შეცვალეს #1TVSPORT
საქართველოს ნაკრებისა და „ლივერპულის“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი „ევერტონთან“ მერსისაიდულ დერბიში დაშავდა და ნაადრევად შესაცვლელი გახდა.
პრემიერლიგის 33-ე ტურის დაპირისპირებაში მამარდაშვილი „ლივერპულის“ სასტარტო შემადგენლობაში იყო და საიმედოდ თამაშობდა. ანგარიში „ლივერპულმა“ 29-ე წუთზე მოჰამედ სალაჰის გოლით გახსნა.
„ევერტონმა“ წონასწორობა შესვენების შემდეგ აღადგინა. მასპინძელთა სწრაფი კონტრშეტევა 54-ე წუთზე ბეტომ დააგვირგვინა. ამ ეპიზოდში „ევერტონის“ თავდამსხმელი ქართველ მეკარეს შეეჯახა და მუხლი დაუზიანა – მამარდაშვილი მოედნიდან საკაცით გაიყვანეს – ტრავმის სირთულე ჯერჯერობით უცნობია.
შეხვედრა „ლივერპულმა“ ვირჯილ ვან დაიკის მიერ 90+10-ე წუთზე გატანილი ბურთით 2:1 მოიგო.