ფეხბურთი | გიორგი მამარდაშვილის იჯარით დამატებით „ბეშიქთაში“ დაინტერესდა #1TVSPORT
„ლივერპულისა“ და საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის იჯარის წესით დამატებით თურქული კლუბი „ბეშიქთაში“ დაინტერესდა, – ამის შესახებ ინფორმაციას Foot Mercato ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, სტამბოლის კლუბი მზად არის, ერთწლიანი იჯარის სანაცვლოდ დაახლოებით 2 მილიონი ევრო გადაიხადოს და ხელშეკრულებაში იჯარის გაგრძელების პუნქტიც ჩაიდოს.
თუმცა იმის გამო, რომ სატრანსფერო „ფანჯრის“ დახურვამდე ცოტა დრო რჩება, ნაკლებად მოსალოდნელია, მერსისაიდელები ამ ეტაპზე მეკარის გაშვებაზე დათანხმდნენ. საჭიროების შემთხვევაში „ლივერპულს“ შეუძლია, იჯარიდან დააბრუნოს 24 წლის ვიტესლავ იაროში, რომელიც სეზონის ბოლომდე „აიაქსში“ ასპარეზობს.
მამარდაშვილმა ბოლოს „ლივერპულის“ შემადგენლობაში 12 იანვარს ითამაშა, როცა ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასზე მისმა გუნდმა „ბარნსლი“ დაამარცხა.