ფეხბურთი | გიორგი მაკარიძემ 20 მატჩში გოლი არ გაუშვა და ეროვნული ლიგის რეკორდი გააუმჯობესა #1TVSPORT
გიორგი მაკარიძე ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშებისა და, ზოგადად, საქართველოს ჩემპიონატის რეკორდსმენი გახდა – თბილისის „იბერიის“ მეკარემ მიმდინარე სეზონში 32 მატჩი ჩაატარა და 20-ში კარის „მშრალად“ შენახვა შეძლო.
ცნობილი ხდება, რომ ევროპული ჩემპიონატების უმაღლეს ლიგებში ანალოგიური შედეგი ლატვიური „რიგის“ მეკარეს, კრისტიანს ზვიედრისს აქვს, მაგრამ ლატვიაში სეზონი დასრულებულია და თუ საქართველოს ჩემპიონატის ბოლო ტურში, „გაგრასთან“, გიორგი ამ შედეგს გააუმჯობესებს, წლის საუკეთესო შედეგს დააფიქსირებს.