ფეხბურთი | გიორგი მაისურაძე „პოლესიეს“ მწვრთნელმა შემადგენლობაში დააბრუნა და შეკრებაზე წაიყვანა #1TVSPORT

11:48, 14.01.2026

„ჟიტომირის „პოლისიეს“ მთავარმა მწვრთნელმა, რუსლან როტანმა მთავარ გუნდში მცველი გიორგი მაისურაძე დააბრუნა, რომელიც ბოლო ექვსი თვის განმავლობაში „პოლისიე 2-ში“ თამაშობდა“, – წერს sport.ua.

„რუსლან როტანმა გადაწყვიტა, 23 წლის ქართველ ფეხბურთელს საწვრთნელ ბანაკში თავისი შესაძლებლობების დამტკიცების შანსი მისცეს. მაისურაძე უკრაინის ჩემპიონატში 2024 წლის ივლისში გადავიდა. მას შემდეგ ძირითად გუნდში 19 თამაში ჩაატარა (2 საგოლე გადაცემა) და 8 თამაში „პოლისიე 2-ში, სადაც 1 გოლი გაიტანა“, – ვკითხულობთ უკრაინულ საიტზე.

აქამდე ცნობილი იყო, რომ მაისურაძეს სურდა გუნდის დატოვება, რადგან საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში ევრო 2025-ზე თამაშის შემდეგ „პოლესიეში“ დაბრუნებულ ქართველ მცველს თავის გამოჩენის შანსი არ მისცეს – 6 თვეში ის მხოლოდ ერთხელ ათამაშეს, 14 სექტემბერს და მაშინაც ერთი წუთით.

მსგავსი