ფეხბურთი | გიორგი მაისურაძე „პოლესიეს“ ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა - ყაზახეთში თევზაძემ და ვაჩიბერაძემ გაიტანეს #1TVSPORT
უკრაინის პრემიერლიგაში კოვალივკის „კოლოსი“ შინ ხარკოვის „მეტალისტს“ შეხვდა, მატჩი ფრედ დასრულდა – 0:0. მასპინძელთა რიგებში საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, ნიკა გაგნიძემ შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა, ზურაბ რუხაძე კი სათადარიგო იყო.
დონეცკის „შახტარმა“ ლვოვის „რუხთან“ დამაჯერებლად გაიმარჯვა – 3:0. „შახტარში“ საქართველოს ნაკრების მცველმა, ირაკლი აზაროვმა 90 წუთი ითამაშა.
გიორგი მაისურაძე რივნეს „ვერესთან“ ფრედ (1:1) დასრულებულ მატჩში ჟიტომირის „პოლესიეს“ ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა. საქართველოს ახალაგზრდული ნაკრების ყოფილმა მცველმა ოფიციალურ შეხვედრაში სასტარტო თერთმეტეულში 2025 წლის 25 მაისის შემდეგ პირველად ითამაშა.
უკრაინის ჩემპიონატს 22 ტურის შემდეგ „ჩერკასი“ და დონეცკის „შახტარი“ ლიდერობენ (50-50 ქულა), „პოლესიე“ (43) მესამე ადგილზეა, „კოლოსი“ (33) – მეშვიდეზე.

ყაზახეთის პრემიერლიგაში „ჟენისი“ (სადაც ზურაბ თევზაძე, ლუკა იმნაძე და ელგუჯა ლობჯანიძე თამაშობენ) „ოკჟეტპესს“ დაუზავდა – 1:1.
ანგარიში 30-ე წუთზე, კუთხურის გათამაშების შემდეგ ცენტრალურმა მცველმა, თევზაძემ გახსნა, მაგრამ მისმა გუნდმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. იმნაძე 89-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ლობჯანიძე შეცვლაზე (63) შევიდა.
„ულიტაუსა“ და „აქტობეს“ დაპირისპირებაში თავი ბექა ვაჩიბერაძემ გამოიჩინა – ქართველმა ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაიტანა. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.