ფეხბურთი | გიორგი მაისურაძე „პოლესიეს“ დატოვებს #1TVSPORT
გიორგი მაისურაძე ზამთარში უკრაინის ჩემპიონატის მესამეადგილოსან ჟიტომირის „პოლესიეს“ დატოვებს – ინფორმაციას გამოცემა „სპორტი“ ავრცელებს.
„ჟიტომირის „პოლესიეს“ ხელმძღვანელობამ გუნდიდან ერთდროულად რვა ფეხბურთელის გაშვება გადაწყვიტა. ეს პროცესი კლუბმა, შესაძლოა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს დაიწყოს.
კლუბიდან წამსვლელ ფეხბურთელთა სიაში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი მცველი გიორგი მაისურაძეც არის დასახელებული“, – წერია გავრცელებულ ცნობაში.
მაისურაძეს გასული წლის 27 ივნისის შემდეგ გუნდში არ უთამაშია. „პოლესიეს“ დატოვების სურვილი მან ზაფხულშიც გამოთქვა, მაგრამ მაშინ კლუბის ხელმძღვანელობა დაინტერესებული კლუბების მიერ შეთავაზებულმა თანხამ არ დააკმაყოფილა.