ფეხბურთი | გიორგი კვერნაძის გოლით „ფროზინონემ“ ლიდერობა შეინარჩუნა – ქართველი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა #1TVSPORT

20:14, 24.01.2026

გიორგი კვერნაძემ მორიგი კარგი თამაში ჩაატარა „ფროზინონეში“, რომელიც „რეჯანას“ დაუპირისპირდა და მისი გოლით 1:0 დაამარცხა.

იტალიის სერია B-ს 21-ე ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი „ფროზინონეს“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 86 წუთი ითამაშა. კვერნაძემ გოლი 57-ე წუთზე გაიტანა. საბოლოოდ, მან ორივე გუნდში საუკეთესო შეფასება – 7,7 ქულა მიიღო და მატჩის MVP გახდა.

21 ტურის შემდეგ „ფროზინონემ“ 45 ქულა დააგროვა და ლიდერობა შეინარჩუნა. გიორგი კვერნაძემ კი მიმდინარე სეზონში მე-3 გოლი გაიტანა. მის ანგარიშზე ასევე 2 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი