ფეხბურთი | გიორგი კვერნაძის „ფროზინონემ“ ზედიზედ მეოთხე თამაში მოიგო და სერია B-ს ლიდერია #1TVSPORT
პორტუგალიაში ერთმანეთს ქართველების გუნდები დაუპირისპირდნენ – ოთარ მამაგეიშვილის „ფამალიკაომ“ ნოდარ ლომინაძის „ეშტორილი“ მიიღო და დიდი ანგარიშით დაამარცხა – 4:0. მამაგეიშვილს არ უთამაშია, ლომინაძე კი მოედანზე 46-ე წუთზე შევიდა.
ავსტრიის ბუნდესლიგის მე-17 ტურში ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმი“ ვენაში „აუსტრიას“ ესტუმრა და 1:3 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო, შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო.
გიორგი კვერნაძის „ფროზინონე“ წარმატებულ სერიას განაგრძობს – ქართველი თავდამსხმელის გუნდი „პესკარას“ ესტუმრა, 2:1 მოიგო და 34 ქულით იტალიის სერია B-ს ერთპიროვნული ლიდერია – კვერნაძემ 74 წუთი ითამაშა.
გიორგი გულიაშვილის „სარაევომ“ ბოსნიის ჩემპიონატში მოქმედი ჩემპიონი „ზრინსკი“ გასვლიდთ მატჩში 1:0 დაამარცხა და 29 ქულით მესამე პოზიციაზეა. გულიაშვილმა შეუცვლელად ითამაშა.
სლოვაკეთის ჩემპიონატში გურამ კაშიას „სლოვანმა“ სანდრო ნარიმანიძის „ჟილინა“ 3:2 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თავიდან ბოლომდე ითამაშა, ნარიმანიძე კი სათადარიგო იყო. „სლოვანი“ 38 ქულით გათამაშების ლიდერია, ხოლო „ჟილინა“ (34) მეოთხე ადგილზეა.