ფეხბურთი | გიორგი კვერნაძის „ფროზინონემ“ მოიგო და იტალიის სერია B-ს ლიდერია #1TVSPORT

22:50, 10.01.2026

„ფროზინონეს“ ძირითად შემადგენლობაში მყარად დაიმკვიდრა ადგილი გიორგი კვერნაძემ, რომელიც სერია B-ს მე-19 ტურში „კატანძაროსთან“ საშინაო შეხვედრაში მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და 73-ე წუთზე შეცვალეს.

ქართველი თავდამსხმელის გუნდმა 2:0 მოიგო და სერია B-ს სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა.

იტალიის სერია A-ს მე-20 ტურში „უდინეზემ“ შინ აუტსაიდერი „პიზა“ მიიღო და ქულები დაკარგა – 2:2. საბა გოგლიჩიძე სათადარიგოთა შორის იყო და არ უთამაშია.

ინგლისის ასოციაციის თასის 1/32-ფინალში გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდი“ ჩემპიონშიფის „ბრისტოლ სიტის“ ესტუმრა და 5:1 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი განაცხადშიც არ იყო.

მსგავსი