ფეხბურთი | გიორგი კვერნაძემ იტალიაში საგოლე გადაცემა შეასრულა #1TVSPORT

22:20, 07.02.2026

გიორგი კვერნაძემ მორიგი შედეგიანი მოქმედებით გამოიჩინა თავი იტალიის სერია B-ში, თუმცა ამან „ფროზინონე“ ლიდერ „ვენეციასთან“ მარცხისგან ვერ იხსნა – 1:2.

იტალიის რანგით მეორე ლიგის 23-ე ტურის საშინაო მატჩში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო. ანგარიში სწორედ მისი საგოლე გადაცემით 43-ე წუთზე რაიმონდომ გახსნა, თუმცა „ვენეციამ“ საპასუხოდ ორი გოლი გაიტანა და ლიდერთა დაპირისპირება მოიგო.

დაჩი ლორთქიფანიძის „კარარეზემ“ კი საკუთარ მოედანზე „სუდტიროლი“ მიიღო და ქულა მოიპოვა. 20 წლის ქართველი ნახევარმცველი მასპინძელთა განაცხადში იმყოფებოდა, თუმცა მისი სადებიუტო შეხვედრა გადაიდო.

23 ტურის შემდეგ სერია B-ს ლიდერმა „ვენეციამ“ (50) მეორეადგილოსან „ფროზინონესთან“ (46) უპირატესობა გაზარდა, ხოლო „კარარეზე“ (30) მე-9 პოზიციაზეა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი კვერნაძეს მიმდინარე სეზონში 3 გოლი და 3 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.

მსგავსი