ფეხბურთი | გიორგი გველესიანი, სავარაუდოდ, „სეპაჰანს“ დატოვებს #1TVSPORT
დიდი ალბათობით, გიორგი გველესიანი „სეპაჰანს“ დატოვებს, – საქართველოს ნაკრების მცველის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Shahrekhabar-ი ავრცელებს.
„„პერსეპოლისის“ დატოვებისა და „სეპაჰანში“ დაბრუნების შემდეგ გველესიანს იმედი ჰქონდა, რომ გუნდთან ერთად ძველ წარმატებას მიაღწევდა, თუმცა მთავარი მწვრთნელი მოჰარამ ნავიდკია ქართველ მცველს სათამაშო დროს თითქმის არ აძლევდა.
გველესიანმა „სეპაჰანის“ შემადგენლობაში მხოლოდ ორი მატჩი ჩაატარა – აზიის ჩემპიონთა ლიგაზე „ალ-ჰუსეინის“ წინააღმდეგ 76 წუთი ითამაშა, ხოლო ირანის თასზე „მეს კერმანის“ წინააღმდეგ – სრული მატჩი (90 წუთი).
34 წლის ქართველმა მცველმა, რომელმაც ევრო 2024-ზე ითამაშა, ირანის ჩემპიონატის ბოლო ტურში მოედანზე გასვლის შანსი საერთოდ ვერ მიიღო და შექმნილი ვითარების ფონზე, სავარაუდოდ, „სეპაჰანს“ კვლავ დატოვებს“, – წერს ირანული გამოცემა.
გიორგი გველესიანი „პერსეპოლისის“ ყველა დროის საუკეთესო უცხოელი ბომბარდირია – 100 მატჩში 20 გოლი. მას ასევე უთამაშია „სეპაჰანში“ (81 მატჩი, 10 გოლი), „ზობ აჰანში“ (31 მატჩი, 1 გოლი) და „ნასაჯში“ (23 მატჩი, 5 გოლი).