ფეხბურთი | გიორგი გულიაშვილმა გამოცემა AS-მა ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა #1TVSPORT
გიორგი გულიაშვილი ესპანეთის ლა ლიგა 2-ის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა – რჩეულები პოპულარულმა ესპანურმა გამოცემამ, AS-მა დაასახელა.
34-ე ტურში ქართველმა თავდამსხმელმა სანტარნდერის „რასინგის“ შემადგენლობაში, „ანდორასთან“ სტუმრად ჩატარებულ მატჩში დუბლი შეასრულა. თუმცა, „ანდორამ“ თამაშის შემოტრიალება მოახერხა და გათამაშების ლიდერი 6:2 დაამარცხა.
„გიორგი გულიაშვილმა „ანდორასთან“ ორი გოლი გაიტანა, ის ანდრეს მარტინთან ერთად პოზიციურად კარგად მოქმედებდა. „რასინგის“ თავდამსხმელი თამაშიდან თამაშამდე უმატებს. თუმცა მისი გოლების მიუხედავად, „რასინგი“ მაინც დამარცხდა“, – წერს ესპანური გამოცემა.