ფეხბურთი | გიორგი გულიაშვილმა ესპანეთში სადებიუტო შეხვედრა „ბარსელონასთან“ ჩაატარა #1TVSPORT
ლა ლიგა 2-ის „რასინგში“ გადასულმა გიორგი გულიაშვილმა სადებიუტო შეხვედრა ესპანეთის თასზე „ბარსელონას“ წინააღმდეგ ჩაატარა, რომელშიც სანტანდერელები შინ 0:2 დამარცხდნენ.
თასის 1/8-ფინალურ დაპირისპირებაში „რასინგის“ მწვრთნელმა, ხოსე ლოპესმა გულიაშვილი ძირითად შემადგენლობაში დააყენა და მეორე ტაიმში, მე-60 წუთზე შეცვალა.
უპირატესობას კატალონიელები ფლობდნენ, მასპინძლები მომენტებს იშვიათად ქმნიდნენ. პირველ ტაიმში გოლის გატანის შანსი გულიაშვილს ჰქონდა, მაგრამ მისი დარტყმული მიზანს ასცდა.
„ბარსელონამ“ 66-ე წუთზე ფერან ტორესის გოლით ანგარიში გახსნა, 90+5-ე წუთზე კი ლამინე იამალმა მეორე გოლიც გაიტანა და „ბარსელონა“ ესპანეთის თასის 1/4-ფინალში ითამაშებს.