ფეხბურთი | გიორგი გულიაშვილმა ესპანეთში მესამე გოლი გაიტანა და მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა [ვიდეო] #1TVSPORT

სანაკრებო პაუზის შემდეგ გიორგი გულიაშვილმა ესპანეთის ლა ლიგა 2-ში ითამაშა და გოლი გაიტანა, სანტანდერისრასინგმა“ კი შინ „ხიხონი“ დაამარცხა – 3:1.

33-ე ტურის დაპირისპირებაში გულიაშვილი მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო, 80 წუთი ითამაშა და მე-10 წუთზე, კუთხურიდან მოწოდებული ბურთის შემდეგ ანგარიში გახსნა. 90+1-ე და 90+7-ე წუთებზე კი ასიერ ვილალიბრემ დუბლი შეასრულა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

ლა ლიგა 2-ში ჩატარებულ 10 შეხვედრაში გულიაშვილის ანგარიშზე უკვე სამი გოლი და ერთი საგოლე გადაცემაა. „რასინგი“ კი 33 ტურის შემდეგ 62 ქულით პირველ ადგილზეა და ლა ლიგაში გადასვლის ერთ-ერთი ყველაზე რეალური კანდიდატია.