ფეხბურთი | გიორგი გულიაშვილმა ესპანეთში მეექვსე გოლი გაიტანა – „რასინგი“ ლა ლიგას უახლოვდება [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი გულიაშვილმა ესპანეთის ლა ლიგა 2-ში კიდევ ერთი გოლი გაიტანა და სანტანდერის „რასინგს“ გასვლით შეხვედრაში „რეალ სოსიედად B“-ს დამარცხებაში დაეხმარა – 3:1.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი „რასინგის“ ძირითად შემადგენლობაში იყო, 76 წუთი ითამაშა და მე-13 წუთზე ანგარიში 2:0 გახადა.
ესპანეთის ლა ლიგა 2-ში გამართული 36 ტურის შემდეგ სანტანდერის „რასინგმა“ 68 ქულა დააგროვა და სეზონის დასრულებამდე 6 ტურით ადრე მეორეადგილოსან „დეპორტივოს“ 7 ქულით ასწრებს („დეპორტივოს“ ერთი თამაშით ნაკლები აქვს).
გიორგი გულიაშვილის ანგარიშზე ექვსი გოლი და ერთი საგოლე გადაცემაა.