ფეხბურთი | გიორგი გულიაშვილმა ბოსნიის ჩემპიონატში საგოლე გადაცემა შეასრულა #1TVSPORT
ფეხბურთი | გიორგი გულიაშვილმა ბოსნიის ჩემპიონატში საგოლე გადაცემა შეასრულა #1TVSPORT

ბოსნიის ჩემპიონატის მე-14 ტურის შეხვედრაში „სარაევომ“ საკუთარ მოედანზე „ბორაჩი“ მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი მე-17 წუთზე გავიდა – გუნდის კაპიტანმა, გიორგი გულიაშვილმა ზუსტად ჩააწოდა, ხოლო სლავკო ბრალიჩმა თავური დარტყმით გამარჯვების გოლი გაიტანა.

საქართველოს ნაკრების წევრმა მიმდინარე სეზონში ბოსნიის ჩემპიონატსა და კონფერენს ლიგაზე, ჯამში, 16 მატჩში მიიღო მონაწილეობა – მან  2 გოლი და 5 საგოლე პასი მიითვალა.

ამჟამად „სარაევო“ 14 ტურის შემდეგ 21 ქულით მეოთხე პოზიციაზეა.