ფეხბურთი | გიორგი გულიაშვილის დუბლითა და საგოლე გადაცემით „რასინგმა“ კონკურენტი „კასტელონი“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

02:33, 01.03.2026

გიორგი გულიაშვილმა ესპანეთის ლა ლიგა 2-ში შესანიშნავი თამაში ჩაატარა, თავი დუბლითა და საგოლე გადაცემით გამოიჩინა და სანტანდერის „რასინგს“ სტუმრად უშუალო კონკურენტის, „კასტელონის“ დამარცხებაში დაეხმარა – 3:1.

28-ე ტურის დაპირისპირებამდე „რასინგი“ კონკურენტს მხოლოდ ერთი ქულით ასწრებდა, მატჩი პრინციპული ამიტომაც იყო და გულიაშვილის შედეგიანობა ამ მხრივაც დასაფასებელია.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა მე-19 წუთზე მცველის შეცდომით ისარგებლა და ანგარიში გახსნა. 34-ე წუთზე მისი საგოლე გადაცემით სანტანდერელების უპირატესობა მანტილიამ გაზარდა, ხოლო შესვენებამდე სამი წუთით ადრე ქართველმა თავდამსხმელმა დუბლი შეასრულა – გულიაშვილმა 9,2 ქულა დაიმსახურა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

28 ტურის შემდეგ „რასინგმა“ 53 ქულა დააგროვა, კონკურენტ „კასტელონს“ ოთხი ქულით გადაასწრო და ლა ლიგაში გადასასვლელად მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.

საფრანგეთის ლიგა 1-ში „პარი სენ-ჟერმენმა“ სტუმრად „ლე ავრს“ 1:0 სძლია. ხვიჩა კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში იყო, ქართველ ფეხბურთელს საგოლე მოქმედებით თავი არ გამოუჩენია – იგი 71-ე წუთზე შეცვალეს.

ლა ლიგაში ჩატარებუკლი 24 ტურის შემდეგ „პარი სენ-ჟერმენმა“ 57 ქულა დააგროვა, „ლანსს“ 4 ქულით გადაასწრო და გათამაშების ერთპიროვნული ლიდერია.

მსგავსი