ფეხბურთი | გიორგი გოჩოლეიშვილმა „ბაიერნთან“ ითამაშა - „ჰამბურგი“ მიუნხენელებს დაუზავდა #1TVSPORT
ფეხბურთი | გიორგი გოჩოლეიშვილმა „ბაიერნთან“ ითამაშა - „ჰამბურგი“ მიუნხენელებს დაუზავდა #1TVSPORT

გერმანიის ბუნდესლიგაში „ჰამბურგმა“, სადაც გიორგი გოჩოლეიშვილი თამაშობს, საკუთარ მოედანზე მიუნხენის „ბეიერნი“ მიიღო და ქულა მოიპოვა – 2:2.

საქართველოს ნაკრების მცველი გიორგი გოჩოლეიშვილი სათადარიგო იყო და მოედანზე 59-ე წუთზე შევიდა. 86-ე წუთზე ქართველი ფეხბურთელი გააფრთხილეს, მისი თამაში 6.7 ქულით შეაფასეს.

„ჰამბურგი“ 19 ქულით მე-13 ადგილზეა და ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.