ფეხბურთი | გიორგი გოჩოლეიშვილის „ჰამბურგმა“ გერმანიის ბუნდესლიგაში „დორტმუნდთან“ ქულა მოიპოვა #1TVSPORT
ფეხბურთი | გიორგი გოჩოლეიშვილის „ჰამბურგმა“ გერმანიის ბუნდესლიგაში „დორტმუნდთან“ ქულა მოიპოვა #1TVSPORT

გერმანიის ბუნდესლიგის მე-10 ტურში საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველის, გიორგი გოჩოლეიშვილის გუნდი „ჰამბურგი“ „დორტმუნდს“ შეხვდა. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

გოჩოლეიშვილი „ჰამბურგის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 74 წუთი გაატარა. ანალიტიკური ვებგვერდებისგან მან 7.0 შეფასება დაიმსახურა.

„დორტმუნდი“ შეხვედრაში 63-ე წუთზე კერნი ჩუკვემეკამ დააწინაურა, ხოლო მსაჯის მიერ დამატებულ მე-7 წუთზე რანსფორდ კიონიგსდორფერმა ანგარიში გაათანაბრა.

10 ტურის შემდეგ „ჰამბურგს“ 9 ქულა აქვს და გერმანიის ჩემპიონატში მე-12 ადგილზეა.