ფეხბურთი | გიორგი ჭიაბრიშვილი - ბათუმის „დინამოსთვის“ ყოველი მატჩი ფინალივით იქნება #1TVSPORT
ბათუმის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ჭიაბრიშვილმა სეზონის დაწყებამდე მიცემულ ინტერვიუში გუნდში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.
„შეკრებაზე თამაშები ცუდად ჩავატარეთ. არც შედეგებით ვარ კმაყოფილი და არც ხარისხით. ჯერ ოპტიმალურ ფორმაში არ ვართ, მაგრამ ფიზიკური კონდიციებით სასურველ მდგომარეობას ვუახლოვდებით.
მჯერა ამ გუნდის და ფეხბურთელების, რომლებიც ყოველდღიურად ვითარდებიან. ერთთვიან მოსამზადებელ შეკრებაზე ახალგაზრდების პროგრესი დავინახეთ. გამოცდილ მოთამაშეებთან ერთად, მათ შესწევთ ძალა, რომ კონკურენტუნარიანი გუნდი ჩამოაყალიბონ.
ამ სეზონში ჩვენი გუნდისთვის ყოველი მომდევნო თამაში ფინალივით იქნება, ასეთი რეჟიმით უნდა ვიცხოვროთ – ყველაფერი ან არაფერი. მოედანზე უნდა გავიდეთ და თითოეული ქულისთვის ბოლომდე ვიბრძოლოთ“, – განაცხადა გიორგი ჭიაბრიშვილმა.