ფეხბურთი | გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდმა“ „სტოკ სიტი“ დაამარცხა #1TVSPORT
გიორგი გოჩოლეიშვილის „ჰამბურგმა“ გერმანიის ბუნდესლიგაში წლის ბოლო შეხვედრაში ჩემპიონთა ლიგის მონაწილე ფრანკფურტის „აინტრახტს“ უმასპინძლა და ქულა მოიპოვა – 1:1.
გოჩოლეიშვილმა მატჩი სათადარიგოთა შორის დაიწყო და მოედანზე 87-ე წუთზე შევიდა. ქართველ მცველს თავის გამოჩენის შანსიც ჰქონდა, თუმცა მომენტით ვერ ისარგებლა. გერმანიის ჩემპიონატის 15 ტურის შემდეგ „ჰამბურგმა“ 16 ქულა დააგროვა და პირველი წრე მე-13 პოზიციაზე დაასრულა.
გიორგი ჩაკვეტაძე „უოტფორდის“ ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა და ჩემპიონშიფში „სტოკ სიტისთან“ საშინაო შეხვედრაში 76 წუთი ითამაშა. მატჩი მისმა გუნდმა 1:0 მოიგო, ხოლო ქართველი ნახევარმცველის თამაში 7.0 ქულით შეფასდა. 22 ტურის შემდეგ „უოტფორდი“ 32 ქულით მე-10 ადგილზეა.