ფეხბურთი | გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმა სერიოზული არ გამოდგა და გუნდთან ერთად ვარჯიშს განაახლებს #1TVSPORT
ფეხბურთი | გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმა სერიოზული არ გამოდგა და გუნდთან ერთად ვარჯიშს განაახლებს #1TVSPORT

გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმა სერიოზული არ გამოდგა, საქართველოს ნაკრების და „უოტფორდის“ ერთ-ერთი ლიდერი ვარჯიშს 8 დეკემბერს განაახლებს – ინფორმაციას GEO TEAM-ი ავრცელებს.

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ჩაკვეტაძე მოედანს ნოემბერში დაუბრუნდა. ჩემპიონშიფშიპრესტონსა“ და „ბირმინგემთან“ შეცვლაზე ითამაშა, 6 დეკემბერს კი „ნორვიჩთან“ „უოტფორდის“ სასტარტო შემადგენლობაში იყო.

მატჩის 30-ე წუთზე „ნორვიჩის“ მეკარე ვლადან კოვაჩევიჩთან შეჯახების შემდეგ ჩაკვეტაძე მუხლის დაჟეჟილობის გამო შეცვალეს. გუნდის მწვრთნელმა ხავი გრასიამ განაცხადა, რომ ნახევარმცველს „შეფილდ უენსდეისთან“ მატჩამდე გამოკვლევები ჩაუტარდებოდა.

GEO TEAM-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამედიცინო შემოწმების შემდეგ გაირკვა, რომ ტრავმა სერიოზული არ არის, ჩაკვეტაძე ვარჯიშს 8 დეკემბერს განაახლებს და მომდევნო მატჩისთვის მოემზადება.