ფეხბურთი | გიორგი ჩაკვეტაძემ „უოტფორდთან“ ერთად ვარჯიში განაახლა #1TVSPORT
ფეხბურთი | გიორგი ჩაკვეტაძემ „უოტფორდთან“ ერთად ვარჯიში განაახლა #1TVSPORT

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ჩაკვეტაძემ „უოტფორდთან“ ერთად ვარჯიში განაახლა.

კლუბმა სოციალურ ქსელებში კადრები განათავსა, სადაც ჩანს, რომ ქართველი ფეხბურთელი ძირითადი გუნდის საწვრთნელ პროცესშია ჩართული.

გიორგი ჩაკვეტაძემ ბოლო მატჩი 5 აპრილს „ბრისტოლის“ წინააღმდეგ ჩაატარა. აღნიშნული შეხვედრის პირველ ტაიმში მან ტრავმა მიიღო და მას შემდეგ მოედანზე აღარ გასულა.

ინგლისის ჩემპიონშიფის მომდევნო ტურში „უოტფორდი“ „დერბი ქაუნთის“ დაუპირისპირდება და, დიდი ალბათობით, ჩაკვეტაძე მატჩის განაცხადში მოხვდება.