ფეხბურთი | გიორგი ჩაკვეტაძემ „უოტფორდის“ სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმა, რომელიც მან „ნორვიჩთან“ მიიღო, სერიოზული არ გამოდგა და ქართველმა ნახევარმცველმა „შეფილდ უენსდეისთან“ „უოტფორდის“ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა – შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.
ჩაკვეტაძეს მე-5 წუთზე გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ კარის წინ დარჩენილმა ბურთი მეკარეს მოარტყა და შანსით ვერ ისარგებლა. „უოტფორდმა“ პირველი ტაიმი 0:1 წააგო. 72-ე წუთზე ლოუზამ პენალტი ვერ გამოიყენა, მაგრამ 90+6-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა სემედომ ანგარიშის გათანაბრება მაინც მოახერხა.
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი 69-ე წუთზე შეცვალეს.
„უოტფორდი“ 20 ტურის შემდეგ 28 ქულით მე-11 ადგილზეა.