ფეხბურთი | გიორგი ჩაკვეტაძემ „უოტფორდის“ რიგებში მორიგი მატჩი გამართა #1TVSPORT
ინგლისის ჩემპიონშიპის 21-ე ტურში გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდი“ სტუმრად „ვრექსჰემს“ დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა. საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი მოედანზე 73-ე წუთზე შევიდა.
გერმანიის ბუნდესლიგაში „ზანკტ-პაულიმ“ ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმს“ უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ მატჩის მიმდინარეობისას კაცნაკლული დარჩა, მეტოქე 2:1 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს მუხლის ტრავმის გამო 22 ნოემბრის შემდეგ არ უთამაშია.
გიორგი გოჩოლეიშვილის „ჰამბურგი“ კი ერთ-ერთ ლიდერს, „ჰოფენჰაიმს“ ესტუმრა და 1:4 დამარცხდა. „ჯვაროსნების“ მცველი სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო, თუმცა შესვენებაზე შეცვალეს.