ფეხბურთი | გიორგი ჩაკვეტაძემ შეცვლაზე ითამაშა - „უოტფორდმა“ „ბლექბერნთან“ ქულა მოიპოვა #1TVSPORT
ფეხბურთი | გიორგი ჩაკვეტაძემ შეცვლაზე ითამაშა - „უოტფორდმა“ „ბლექბერნთან“ ქულა მოიპოვა #1TVSPORT

ინგლისის ჩემპიონშიფში გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდი“ გასვლაზე „ბლექბერნს“ დაუპირისპირდა და 1:1 ითამაშა.

უოტფორდის“ მწვრთნელი საქართველოს ნაკრების ნახევარმცველს ტრავმის შემდეგ ფორმის აღსადგენად დროს აძლევს და ამჯერად 42-ე წუთზე მოედანზე ტრავმირებული როკო ვატას ნაცვლად შეუშვა.

საბოლოო შედეგი პირველივე ტაიმში დაფიქსირდა: 26-ე წუთზე ანგარიში სტუმართა ნახევარმცველმა ედო კაიემბემ გახსნა, მაგრამ ორ წუთში წონასწორობა „ბლექბერნიდან“ ლევის მილერმა აღადგინა. საბოლოოდ – 1:1.

ინგლისის ჩემპიონშიპში გამართული 29 ტურის შემდეგ „უოტფორდი“ 43 ქულით მე-8 ადგილზეა.

კვიპროსის ჩემპიონატში ქართველების გუნდების დაპირისპირება ვერ შედგა – ზურაბ მუსელიანის „პარალიმნის“ და რევაზ ინჯგიას „ოლიმპიაკოსის“ შეხვედრა უამინდობის გამო გადაიდო.

წვიმის შედეგად მოედანი დაიტბორა და შეხვედრის მთავარმა არბიტრმა სტადიონის დათვალიერების შემდეგ მატჩის გადადების გადაწყვეტილება მიიღო.

საბოლოოდ, კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციამ განაცხადა, რომ „პარალიმნი“-„ოლიმპიაკოსი“ ორშაბათს, 26 იანვარს გაიმართება.