ფეხბურთი | გიორგი ჩაკვეტაძე - ტრავმის შემდეგ მოედანზე დაბრუნება ყოველთვის რთულია #1TVSPORT
ფეხბურთი | გიორგი ჩაკვეტაძე - ტრავმის შემდეგ მოედანზე დაბრუნება ყოველთვის რთულია #1TVSPORT

ინგლისის ჩემპიონშიფშილესტერთან“ გასვლით შეხვედრამდე „უოტფორდის“ ვებგვერდმა ინტერვიუ ჩამოართვა გიორგი ჩაკვეტაძეს – ქართველი ნახევარმცველი ამბობს, რომ ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ (რომლის გამოც რვა თვე გაუცდა) უკეთეს ფორმაში შედის.

ტრავმისა და ხანგრძლივი შესვენების შემდეგ მოედანზე დაბრუნება ყოველთვის რთულია, მაგრამ ყოველი თამაშის შემდეგ თავს უკეთესად ვგრძნობ.

მეტოქის მიუხედავად, ყველა მატჩში სამი ქულის მოპოვებას ვისახავთ მიზნად. ბოლო ოთხ შეხვედრაში დაუმარცხებლები ვართ. ახლა კი გვინდა, რომ მიმდინარე სეზონში პირველად, ზედიზედ მეორე თამაშის მოგება შევძლოთ.

„ლესტერი“ ძლიერი გუნდია, თანაც საკუთარ მოედანზე გვეთამაშება, მაგრამ ჩვენ მოგებას შევეცდებით. შვიდ დღეში სამი თამაშის ჩატარება გვიწევს, რაც ძალიან რთულია და დიდ ენერგიას მოითხოვს. ვეცდებით, რომ მაქსიმუმი გავაკეთოთ“.

უოტფორდი“ „ლესტერს“ 26 დეკემბერს, თბილისის დროით 19:00 საათზე დაუპირისპირდება. ქართველის გუნდი ჩემპიონშიფში მე-10 ადგილზეა და პრემიერლიგაში გადასასვლელი პლეი ოფის ზონაში მყოფ გუნდებს სამი ქულით ჩამორჩება.