ფეხბურთი | გიორგი ბერიძემ უნგრეთის ჩემპიონატი გოლით განაახლა #1TVSPORT
ფეხბურთი | გიორგი ბერიძემ უნგრეთის ჩემპიონატი გოლით განაახლა #1TVSPORT

საშობაო შესვენების შემდეგ უნგრეთის ჩემპიონატი მე-19 ტურის თამაშებით განახლდა და ქართველების გუნდებმა პირველი თამაშები წარმატებით ჩაატარეს.

გიორგი ბერიძის და დავით კობოურისუიპეშტი“ „ნირედიაზას“ ესტუმრა და ქულა მოიპოვა – 1:1. ქართველებიდან მხოლოდ ბერიძემ ითამაშა, რომელმაც მე-19 წუთზე ანგარიში გახსნა და საბოლოოდ, მოედნის მოთამაშეებში საუკეთესო შეფასება (7,9 ქულა) დაიმსახურა.

ილია ბერიაშვილის მტკ-მაც გასვლითი მატჩი ჩაატარა და „კიშვარდასთან“ მნიშვნელოვანი 3 ქულა აიღო – 3:2. ქართველი მცველი სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო, შეუცვლელად ითამაშა და 7,2 ქულა მიიღო.

19 ტურის შემდეგ „უიპეშტი“ 23 ქულით მე-9 ადგილზეა, ხოლო მტკ (24) მე-7 პოზიციაზეა.