ფეხბურთი | გიორგი არაბიძე - „ტორპედოს“ მთავარი მიზანი ჩემპიონობაა, ამას მთელი ქუთაისი ელოდება #1TVSPORT
გიორგი არაბიძემ ქუთაისის „ტორპედოში“ დაბრუნების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ახალ სეზონში გუნდის მთავარი მიზანი საქართველოს ჩემპიონობაა.
„ქუთაისის „ტორპედოში“ დაბრუნება ბევრი ფაქტორის გამო გადავწყვიტე. როდესაც კლუბი შემეხმიანა, ძალიან გამიხარდა, რადგან „ტორპედოსთან“ განსაკუთრებული ემოციები და ბევრი დასამახსოვრებელი მომენტი მაკავშირებს.
ახალ სეზონში მაღალი მიზნები გვაქვს – რა თქმა უნდა, ჩემპიონობა გვინდა, რასაც მთელი ქუთაისი ელოდება – გულშემატკივარი, ფეხბურთელები და ხელმძღვანელობა. ეს მიზანი ადრეც გვქონდა, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო არ გამოდიოდა. წელს კი ყველა ფეხბურთელმა თავის თავს უნდა აჯობოს, რადგან ჩემპიონები სხვაგვარად ვერ გავხდებით.
განსაკუთრებული ურთიერთობა ჩამომიყალიბდა ფანებთან და კლუბის ხელმძღვანელობასთან. „ტორპედოს“ გულშემატკივრებმა რთულ პერიოდში ბევრი გააკეთეს გუნდისთვის და მოთამაშეებისთვისაც. მათი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია და ახლა უფრო მეტად მოტივირებული ვიქნები“.