ფეხბურთი | გიორგი აბუაშვილმა და გიორგი გულიაშვილმა მიმდინარე სეზონში პირველი გოლები გაიტანეს #1TVSPORT
ბოსნიის ჩემპიონატის მე-13 ტურში გიორგი გულიაშვილის „სარაევო“ „პოსუშიეს“ ესტუმრა და 3:0 დაამარცხა.
გამარჯვებას საფუძველი ჩაუყარა ქართველმა ფორვარდმა, რომელმაც მე-13 წუთზე ანგარიში გახსნა. ეს მისთვის პირველი გოლია ბოსნიის მიმდინარე ჩემპიონატში.
***
ავსტრიის ბუნდესლიგაში ოთარ კიტეიშვილის „შტურმი“ „რაპიდთან“ სტუმრად 1:2 დამარცხდა.
შტურმის ფეხბურთელებმა პირველი ტაიმი მოიგეს, თუმცა მეორეში ორი უპასუხო გოლი გაუშვეს.
კიტეიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.
***
გერმანიის ბუნდესლიგაში სტუმრად „კიოლნთან“ ითამაშა გიორგი გოჩოლეიშვილის „ჰამბურგმა“. მასპინძლებმა 4:1 მოიგეს.
გოჩოლეიშვილი სათადარიგოთა შორის იყო და მოედანზე 77-ე წუთზე შევიდა.
***
პირველივე წუთებიდან დაიწყო თამაში გიორგი წიტაიშვილმა. მისი „მეცი“ „ნანტს“ ესტუმრა.
გიორგი 78-ე წუთზე თანამემამულე გიორგი აბუაშვილმა შეცვალა, რომელმაც ოთხ წუთში (82-ე წუთზე) ანგარიში გახსნა – 1:0. საფინალო ანგარიში კი მისმა თანაგუნდელმა დიალომ 89-ე წუთზე დააფიქსირა.
ეს აბუაშვილისთვის პირველი გოლი იყო საფრანგეთის ლიგა 1-ში.