ფეხბურთი | გერმანიის ბუნდესლიგაში გიორგი გოჩოლეიშვილის „ჰამბურგმა“ ბრემენის „ვერდერი“ დაამარცხა #1TVSPORT
გიორგი გოჩოლეიშვილის „ჰამბურგმა“ გერმანიის ბუნდესლიგაში ბრემენის „ვერდერს“ უმასპინძლა და დაძაბულ, უხვგოლიან დაპირისპირებაში 3:2 გაიმარჯვა.
საქართველოს ნაკრების მცველმა მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და თამაშში 82-ე წუთზე ჩაერთო, როცა ანგარიში 2:2 იყო. „ჰამბურგს“ გამარჯვება ქართველთან ერთად შესულმა პოულსენმა მოუტანა, რომელმაც თავი 84-ე წუთზე გამოიჩინა.
ბუნდესლიგის ამ ტურის შემდეგ „ჰამბურგმა“ სატურნირო მდგომარეობა გაიუმჯობესა და ცხრილში მე-13 ადგილზე გადაინაცვლა.
იური ტაბატაძის „კადისმა“ ესპანეთის ლა ლიგა 2-ის ერთ-ერთ ლიდერს, სანტანდერის „რასინგს“ უმასპინძლა, მოგების რეალური შანსი ხელიდან გაუშვა და 2:3 დამარცხდა.
მე-17 ტურის საშინაო შეხვედრაში ქართველი ფეხბურთელი თადარიგში იყო, მოედანზე კი 68-ე წუთზე გამოჩნდა.
მასპინძლები პირველივე ტაიმში კამარას (5) და მარტის (15) გოლებით კომფორტული უპირატესობით დაწინაურდნენ, თუმცა სტუმრებმა ვისენტეს (20) და მარტინის (63) ზუსტი დარტყმებით წონასწორობა აღადგინეს, 90+3-ე წუთზე იმავე მარტინის გოლით „რასინგმა“ გამარჯვება მოიპოვა.
„კადისი“ 17 ტურის შემდეგ 24 ქულით მე-9 პოზიციაზეა, მაგრამ ესპანეთის ლა ლიგა 2-ის პლეი ოფის ზონაში მყოფ „ბურგოსსა“ და „კასტელონს“ მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება.