ფეხბურთი | გამოცემა Goal-მა ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარ ფავორიტად „არსენალი“ დაასახელა #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგის 1/16-ფინალების დასრულების შემდეგ ცნობილმა გამოცემამ, Goal-მა ტურნირის მონაწილე გუნდების ძალთა განლაგება გადაახალისა.
განახლებულ სიაში პირველ პოზიციას კვლავ „არსენალი“ იკავებს, ხოლო ტურნირის მოქმედი გამარჯვებული პსჟ მეხუთე ადგილზეა.
Goal-ის მიერ შედგენილი რეიტინგი:
- „არსენალი“
- „ბაიერნი“
- „მანჩესტერ სიტი“
- „ლივერპული“
- პსჟ
- „ბარსელონა“
- „რეალი“
- „ჩელსი“
- „ატლეტიკო“
- „სპორტინგი“
- „ნიუკასლი“
- „ატალანტა“
- „ბოდო გლიმტი“
- „ტოტენჰემი“
- „გალათასარაი“
- „ბაიერი“
უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა 27 თებერვალს, თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება. აღნიშნული ეტაპის პირველი მატჩები 10-11 მარტს შედგება, ხოლო განმეორებითი – 17-18 მარტს.