ფეხბურთი | გამოცემა „გარდიანმა“ ხვიჩა კვარაცხელია 2025 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებს შორის მე-14 ადგილზე დაასახელა #1TVSPORT
გამოცემა „გარდიანმა“ 2025 წლის მსოფლიოს 100 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა და ხვიჩა კვარაცხელია მე-14 ადგილზე გაიყვანა.
„ბევრი თვალსაზრისით, კვარაცხელია პსჟ-ის „გლამურული“ ეპოქის ანტიპოდია. ქართველი ფეხბურთელი იანვარში დიდი თანხის სანაცვლოდ გადავიდა პარიზულ კლუბში, თუმცა მას აქვს ის თავდადება, რომელიც მის წინამორბედებს აკლდათ. კვარაცხელია ბურთის გარეშეც შრომისმოყვარეა, რასაც ჩემპიონთა ლიგაზე მისი მოქმედებაც ადასტურებს. ამასთან, მას შეუძლია, მატჩის ერთი მოძრაობით შემოტრიალება, როგორც ლიონელ მესის, ნეიმარსა და კილიან მბაპეს. კვარამ თავისი საუკეთესო თვისებები 2025 წლის ჩემპიონთა ლიგაზე სრულად წარმოაჩინა“, – წერს „გარდიანი“.
„გარდიანის“ ვერსიით, 2025 წლის საუკეთესო ფეხბურთელი უსმან დემბელე გახდა – მან ლამინ იამალს აჯობა, ხოლო ვიტინია მესამე ადგილზე გავიდა.
მსოფლიოს 10 საუკეთესო მოთამაშე გამოცემის მიხედვით:
- უსმან დემბელე (საფრანგეთი, პსჟ)
- ლამინ იამალი (ესპანეთი, „ბარსელონა“)
- ვიტინია (პორტუგალია, პსჟ)
- კილიან მბაპე (საფრანგეთი, მადრიდის „რეალი“)
- ჰარი კეინი (ინგლისი, მიუნხენის „ბაიერნი“)
- ერლინგ ჰალანდი (ნორვეგია, „მანჩესტერ სიტი“)
- აშრაფ ჰაკიმი (მაროკო, პსჟ)
- რაფინია (ბრაზილია, „ბარსელონა“)
- მოჰამედ სალაჰი (ეგვიპტე, „ლივერპული“)
- პედრი (ესპანეთი, „ბარსელონა“)