ფეხბურთი | გამოცემა „ეკიპმა“ საფრანგეთის სუპერთასის მატჩისთვის „პარი სენ-ჟერმენისა“ და „მარსელის“ სავარაუდო შემადგენლობები დაასახელა #1TVSPORT
ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემამ, „ეკიპმა“ საფრანგეთის სუპერთასის მატჩისთვის „პარი სენ-ჟერმენისა“ და „მარსელის“ სავარაუდო შემადგენლობები დაასახელა.
გამოცემის მიხედვით, პარიზელთა სასტარტო თერთმეტეულში იქნება ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც საფრანგეთის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩში „პარიზთან“ არ ითამაშა. მან იანვრის დასაწყისში მცირე ტრავმა მიიღო და ლუის ენრიკემ დასვენების საშუალება მისცა.
„პარი სენ-ჟერმენს“ ვერ დაეხმარება აშრაფ ჰაკიმი, რომელიც აფრიკის თასზე მაროკოს ნაკრების შემადგენლობაში ასპარეზობს. ამავე მიზეზით „მარსელს“ მაროკოელი ცენტრალური მცველი აგერდი დააკლდება. არტურ ვერმეერენი და ბილალ ნადირი კი დისკვალიფიცირებულები არიან.
„პარი სენ-ჟერმენის“ სავარაუდო შემადგენლობა: ლუკა შევალიე, ვორენ ზაირ-ემერი, მარკინიოსი, უილიან პაჩო, ნუნუ მენდეში, ჟოაო ნევეში, ვიტინია, ფაბიან რუისი, დეზირე დუე, უსმან დემბელე, ხვიჩა კვარაცხელია
„მარსელის“ სავარაუდო შემადგენლობა: ხერონიმო რული, ბენჟამინ პავარი, ლეონარდო ბალერდი, ფაკუნდო მედინა, ტიმოთი ვეა, პიერ ემილ ჰოიბიერგი, ჯოფრი კონდოგბია (ან მეტ ორაილი), ემერსონ პალმიერი, მეისონ გრინვუდი, პიერ-ემერიკ ობამეიანგი (ან ამინ გოური), იგორ პაიშაო
საფრანგეთის სუპერთასის მატჩი „პარი სენ-ჟერმენსა“ და „მარსელს“ შორის 8 იანვარს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება. შეხვედრა ქუვეითში ჩატარდება.