ფეხბურთი | გამოცემა „ეკიპმა“ საფრანგეთის ლიგა 1-ის 2025 წლის სიმბოლური გუნდი დაასახელა #1TVSPORT
ფეხბურთი | გამოცემა „ეკიპმა“ საფრანგეთის ლიგა 1-ის 2025 წლის სიმბოლური გუნდი დაასახელა #1TVSPORT

ფრანგულმა გამოცემა „ეკიპმა“, გულშემატკივართა გამოკითხვის საფუძველზე, საფრანგეთის ლიგა 1-ის 2025 წლის სიმბოლური ნაკრები დაასახელა. თერთმეტეულში 10 ფეხბურთელი „პარი სენ-ჟერმენიდან“ მოხვდა, ერთი კი – „მარსელიდან“.

სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება: დონარუმა, ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, ნუნუ მენდეში, ნევეში, ვიტინია, რუისი, დემბელე, დუე (ყველა – პსჟ), მეისონ გრინვუდი („მარსელი“).

ამავე გამოკითხვით, 2025 წლის საფრანგეთის ჩემპიონატის საუკეთესო მწვრთნელად „პარი სენ-ჟერმენის“ დამრიგებელი ლუის ენრიკე დასახელდა.

„პარი სენ-ჟერმენმა“ მაისში ლიგა 1-ის ჩემპიონობა იზეიმა, ხოლო მიმდინარე სეზონში მეორე ადგილზეა და ლიდერ „ლანსს“ ერთი ქულით ჩამორჩება. 2025 წელს, ჯამში, ლუის ენრიკეს გუნდმა 33 მატჩი ჩაატარა და 24 მოიგო.

რაც შეეხება მეისონ გრინვუდს, ის მიმდინარე სეზონში 11 გოლით ჩემპიონატის ბომბარდირთა დავას ლიდერობს.